პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს დეპუტატი მარიამ ლაშხი უხელმძღვანელებს – კომიტეტის ხელმძღვანელის პოსტზე ლაშხი ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა.
უმრავლესობის წარმომადგენელს პარლამენტი ახალ თანამდებობაზე დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებს.
კომიტეტს აქამდე გივი მიქანაძე ხელმძღვანელობდა, რომელიც განათლებისა და მეცნიერების მინისტრად დაინიშნა.
განათლების ახალი მინისტრი გივი მიქანაძე იქნება
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობაზე გივი მიქანაძე ალექსანდრე წულაძეს შეცვლის.