მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეების ნაწილმა პარლამენტის შენობის გვერდითა შესასვლელებისკენ გადაინაცვლეს, ჩიტაძის ქუჩაზე სპეცრაზმი განლაგდა.
ამ წუთებში სპეცრაზმი ცდილობს მოქალაქეეისგან ქუჩა გაათავისუფლოს, რათა პარლამენტის წევრებს შენობის უსაფრთხოდ დატოვების შესაძლებლობა ჰქონდეთ.
სამართალდამცავებსა და მომიტინგეებს შორის შეხლა-შემოხლაა. აქციის მონაწილეები სკანდირებენ : მონებო, მონებო! “გაგვატარეთ”.