LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტის პიკეტირების დროს დაკავებულებმა საპატიმროები დატოვეს

143
BeFunky-collage

18 ნოემბერს დაკავებული პირებიდან საპატიმრო ყველამ დატოვა. მცხეთის, გორისა და რუსთავის დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან გათავისუფლებულ პირებს ციხეებთან ოპოზიციის წარმომადგენლები და მხარდამჭერები დახვდნენ.

შეგახსენებთ, ყველაზე ხანგრძლივი პატიმრობა ქონდათ მისჯილი ბექა ბასილაიას, ირაკლი ნადირაძესა და დიმიტრი ბიძინაშვილს

როგორც ირაკლი ნადირაძემ განაცხადა, მისი დაკავება უკანონო იყო.

„პირველ რიგში მინდა, ივანიშვილის პირად პატიმრებს, რომლებიც ამ წუთებამდე რჩებიან ციხეებსა და იზოლატორებში, მალე განთავისუფლება და ოჯახებში მშვიდობით დაბრუნება ვუსურვო. მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად უკანონოდ ვიყავით დაკავებული ბიძინა ივანიშვილი რეჟიმის მოსამართლის მიერ, დამიჯერეთ, ამ ოთხ კედელში პატიმრებს ბევრად მეტი თავისუფლება გვქონდა, ვიდრე საქართველოს პარლამენტში იმ მონა დეპუტატებს, რომლებმაც შეასრულეს ბიძინა ვანიშვილის მიერ დაკვეთა, შეასრულეს მისი სპექტაკლი და ჩააგდეს პროპორციული არჩევნები. ამიტომ, ჩვენი ბრძოლა არის სამართლიანი. ჩვენ არ გავჩერდებით, ვიბრძოლებთ ბოლომდე. ეს არის ბრძოლა ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის. ეს ბრძოლა დასრულდება ხალხის გამარჯვებით“, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

18 ნოემბერს დაკავებული 37 ადამიანიდან სასამართლომ 12 მათგანის საქმეზე გამოიტანა გადაწყვეტილება.10 დემონსტრანტს 3-დან 13 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ, 1-ს – ჯარიმა, ხოლო ერთს კი – სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს.

პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა: BBC საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე წერს

 

magti 5g