XI მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე პარლამენტის ვიცე-სპიკერები დაამტკიცეს.
პარლამენტის სპიკერატში მმართველი უმრავლესობა პირველი ვიცე-სპიკერითა და უმრავლესობის კვოტით, სამიდან მხოლოდ ორი ვიცე სპიკერით იქნება წარმოდგენილი.
XI მოწვევის პარლამენტმა 150-ვე წევრი უფლებამოსილება ცნო
კომისიის ხელმძღვანელმა არჩეული დეპუტატების ერთიანი სია წაიკითხა, რის შემდეგაც კენჭისყრა ჩატარდა.
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პირველი ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე გია ვოლსკი წარადგინა, რომელიც 88 ხმით ერთხმად დაამტკიცეს.
უმრავლესობის კვოტით ვიცე-სპიკერებად, ასევე, არჩეული არიან თეა წულუკიანი და ნინო წილოსანი.
სპიკერატში უმრავლესობის ერთი კვოტა ვაკანტურია.