პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე 2021 წლის, საბოლოოდ კორექტირებულ სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ.
ქვეყნის მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტი გუშინ საპარლამენტო უმრავლესობამ დახურულ ფორმატში განიხილა, რომელსაც ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიცია არ დასწრებია.
ფინანსური დოკუმენტის მიღება კი, 29 დეკემბრის რიგგარეშე სესიაზე იგეგმება.
ცნობისთვის, მომავალი წლის ბიუჯეტი 18.4 მილიარდი ლარით განისაზღვრა.