LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტის შენობის წინ აქცია-კონცერტი დაიწყო

161
აქცია პარლამენტთან

პარლამენტის შენობის წინ აქცია-კონცერტი. დღევანდელი აქციაზე სიტყვით გამოსვლები არ იქნება და ის სხვადასხვა მუსიკალურ ჯგუფებს დაეთმობა. აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, ყოფილი პირველი ლედი მაკა ჩიჩუა და უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი დავით რაქვიაშვილი 20-21 ივნისის მოვლენებისადმი მიძღვნილი სიმღერას შეასრულებენ.

აქცია-კონცერტზე ასევე წარდგება მომღერალი ნინო ქათამაძეც. აქციის ორგანიზარები შეკრებილ მოქალაქეებს მოუწოდებენ, არ მიიღონ ალკოჰოლური სასმელი, რადგან არ გამორიცხავენ რომ პროვოკაციები მოხდეს.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ხვალ სცენა პოეტებსა და მწერლებს დაეთმობა. შაბათს კი, ორგანიზატორების ინფორმაციით, თავისუფლების მარში ივანიშვილის რეზიდენციამდე გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g