LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტის შენობის წინ აქციაზე ინციდენტი მოხდა

104

პარლამენტის შენობის წინ შვილმოკლული მამების აქციაზე სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის

პარლამენტის შენობის წინ შვილმოკლული მამების აქციაზე სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის მორიგი ინციდენტი მოხდა. ინციდენტი კვლავ ტერიტორიაზე კარვის გაშლის მცდელობას მოჰყვა.

როგორც ზაზა სარალიძემ განაცხადა, უამინდობის გამო მათ სამართალდამცველებს სთხოვეს, რომ ტერიტორიაზე გაეშალათ კარავი, რისი საშუალებაც არ მისცეს. თუმცა, აქციის მონაწილეები  პარლამენტის შენობის ცენტრალურ შესასვლელთან შეიყვანეს, სადაც წვიმა არ აღწევდა. ამის შემდეგ კი აქციის მონაწილეებთან მივიდნენ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც პარლამენტის შენობას იცავენ და აქციის მონაწილეებს ტერიტორია დაატოვებინეს.

აქციის მონაწილეებმა გადაწყვიტეს ბანერს შეფარებოდნენ, რასაც სამართალდამცავთა მხრიდან კვლავ წინააღმდეგობა მოჰყვა. აღნიშნულ ფაქტს კი ზაზა სარალძე პროვოკაციას უწოდებს, ვინაიდან, მისი თქმით, პოლიციას არ განუმარტავს, თუ კანონის რა მოთხოვნის საფუძველზე არ აძლევენ კარვის გაშლის საშუალებას. ტერიტორიაზე იმყოფებოდა სახალხო დამცველის წარმომადგენელიც, რომელიც გაესაუბრა როგორც აქციის მონაწილეებს, ასევე სამართალდამცავებს თუმცა მას მედიისთვის კომენტარი არ გაუკეთებია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g