LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტის თანამშრომელთა დაახლოებით 70%-მდე აცრილია, რაც კარგი შედეგია: კახა კუჭავა

73
კახა კუჭავა

„პარლამენტის თანამშრომელთა დაახლოებით 70%-მდე აცრილია, რაც კარგი შედეგია, თუმცა პროცესი მიმდინარეობს და იმედია, მალე ვაქცინაციას სრულად დავასრულებთ“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ბიუროს სხდომის დაწყებამდე, ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციაზე საუბრისას განაცხადა.

„დღეს საკოორდინაციო საბჭომ გააჟღერა რეკომენდაციები და მინდა, მოვუწოდო ყველას, დაიცვან ეს რეკომენდაციები, ასევე – ვაქცინაცია რაც უმნიშვნელოვანესია.

ციფრს გაგაცნობთ, ალბათ თქვენთვისაც ძალიან საინტერესო იქნება. პარლამენტის თანამშრომელთა დაახლოებით 70%-მდე აცრილია, რაც კარგი შედეგია, თუმცა პროცესი მიმდინარეობს და იმედია, მალე ვაქცინაციას სრულად დავასრულებთ“, – განაცხადა კახა კუჭავამ და ექიმებს მძიმე თვეების გამო მადლობა გადაუხადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g