რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის, სამველ მანუკიანის ავტომობილს გუშინ, გვიან ღამით, ცეცხლი წაუკიდეს.
დეპუტატი დეტალებზე დაზუსტებით ვერ საუბრობს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ მანქანის დაწვის ფაქტი მის საქმიანობას უკავშირდებოდეს.
სამველ მანუკიანი საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრია. ის ფრაქცია “ქართულ ოცნებაშია”.
სამველ მანუკიანი დაიბადა 1976 წლის 11 ივნისს. ის სხვადასხვა დროს შპს. გეოფუდის ერთ-ერთი მეწილე იყო. მისი სახელი გამოჩნდა „ქართული ოცნების” შემომწირველების სიაშიც. მან პარტიას 45 000 ლარი შესწირა.