რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ორგანიზებული აქცია დაიწყო. ადგილზე შეკრებილი “ნაციონალური მოძრაობის” წევრები პერმანენტულ საპროტესტო აქციებს აანონსებენ.
კონკრეტული გეგმისა და დეტალების შესახებ განცხადებას აქციაზე პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელია გააკეთებს.
პარლამენტთან ჩანიშნული აქციის შესახებ ნიკა მელიამ დღეს დააანონსა. მანამდე მან აღნიშნა, რომ ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად უწყვეტი აქციები გაიმართებოდა.