საპარლამენტო არჩევნების შედეგების არალეგიტიმურად ცნობასა და ხელახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით აქცია მეორე დღეა იმართება.
ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
როგორ გაგრძელდება პროტესტი იქამდე, ვიდრე არ დაკმაყოფილდება მოთხოვნები, რომელიც არჩევნებიდან მე-9 დღეს ისევ ძალაშია – ოპოზიცია კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე შეჯერდა, რომელსაც რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციაზე გააჟღერებენ.