პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია დაიწყო. რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა უკვე გადაკეტეს.
უწყვეტი პროტესტის 41-ე დღეს საკანონმდებლო ორგანოსთან მოქალაქეები უცვლელი მოთხოვნით შეიკრიბნენ – ჩატარდეს ახალი არჩევნები და გამოუშვან აქციების პერიოდში დაკავებული პირები.
ბაკურიანში, დიდველის ტრასაზე, აქცია „საქართველოს ევროპული მომავლისათვის“ გაიმართა