რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
მოქალაქეებმა პარლამენტის წინ, საავტომობილო გზა გადაკეტეს.
აქციის მონაწილეებს უკეთიათ “ბალაკლავები” და ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებით ნიღბები.
მათი განმარტებით, ამგვარად ისინი პროტესტს გამოხატავენ “ოლიგარქიული რეჟიმისა” და იმ კანონის წინააღმდეგ, რომელიც საჯარო სივრცეში ნიღბის ტარებას კრძალავს.