ამ დროისთვის, პარლამენტის ყველა შესასვლელთან პოლიციაა მობილიზებული.
საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე პერიმეტრზე დიდი რაოდენობით სამართალდამცავი დგას.
ამასთან, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტილია და აქციის მონაწილეები ადგილზე კარვებს შლიან.
ადგილზე ამ დროისთვის 4 კარავია გაშლილი.
ცნობისთვის, 25 ნოემბერს მე – 11 მოწვევის პარლამენტი პირველად შეიკრიბება.