LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტმა აიღოს მთავარი მანდატი და პასუხისმგებლობა – ბესელია მოსამართლეების საკითხზე

20181227145639

პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან უნდა მიიღს უფრო ფართო შემადგენლობის მოსამართლეთა სია, ვინც ფორმალურად აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ამის შემდეგ სწორედ პარლამენტმა უნდა მიიღს გადაწყვეტილება, თუ ვის დაუჭერს მხარს.

ბესელიას თქმით, საბჭოს მიმართ არსებობს ბევრი კრიტიკული კითხვა და ამიტომ სჯობს ეს მანდატი პარლამენტს გადაეცეს. მისივე თქმით, ამ საკითხზე უმრავლესობაში შეჯერებული პოზიცია არ არსებობს და მსჯელობა გრძელდება.

რაც შეეხება მოსამართლეების არჩევის კრიტერიუმებს, ბესელია ამბობს, რომ პირველ რიგში საბჭომ იმაზე მეტი კანდიდატი უნდა წარადგინოს, ვიდრე ვაკანტური ადგილია. მისივე თქმით, პოლიტპატიმრების საქმეები და სტრასბურგის მიერ გამოვლენილი დარღვევები მოსამართლეების არჩევის გამომრიცხავი ფაქტორი უნდა იყოს.

„მნიშვნელოვანია, პარლამენტში კრიტერიუმების განხილვის დროს ჩვენ შევჯერდეთ იმაზე, რომ ის მოსამართლეები, რომლებიც პოლიტიკურ პატიმრებად აღიარებულ პირებთან დაკავშირებულ საქმეებში მონაწილეობდნენ, რაც პარლამენტმა აღიარა 2012 წელს და თქვა პოლიტიკური აქტით, ასევე უნდა იყოს ერთ-ერთ გამომრიცხავი გარემოება.

სტრასბურგის სასამართლოების გადაწყვეტილებებში სადაც ხვდება კონვენციის ძირითადი მუხლების დარღვევები, ასევე ის მოსამართლეები, რომელთაც დაუდგინდათ ასეთი დარღვევები, ესეც უნდა იყოს ერთ-ერთი გარემოება, რომელიც პარლამენტში გადმოტანილი პროცესის დროს გაფილტრავს ამ კანდიდატებს“, -განაცხადა ეკა ბესელიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g