პარლამენტმა „სამშობლოს ღალატის შესახებ“ კანონპროექტი დააინიცირა – კანონპროეტის თანახმად, სამშობლოს ღალატად ჩაითვლება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შემდეგი ქმედებები:
ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა
ანტიკონსტიტუციური ხელშეკრულების დადება ან მოლაპარაკების წარმოება
საქართველოს საგარეო უშიშროების ხელყოფა
უცხოეთის სადაზვერვო სამსახურში შესვლა
საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ხელყოფა
სახელმწიფო საიდუმლოების გაცემა
ჯაშუშობა, შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად
საბოტაჟი ან უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისთვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.
სამშობლოს ღალატად მიჩნეული იქნება საქართველოს საქართველოს მოქალაქის მიერ ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე, 309-ე, 310-ე, 311-ე, 312- ე, 313-ე, 314-ე, 315-ე, 318-ე ან/და 319-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
სამშობლოს ღალატისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, 3071 მუხლზე მითითებით. მაგალითად, საქართველოს მოქალაქის მიერ საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესის საზიანოდ სახელმწიფო საიდუმლოების გაცემისას, პასუხისმგებლობა დადგება.
კანონპროექტი ასევე განმარტავს, თუ ვინ ჩაითვლება 3071 მუხლის მიზნებისთვის თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს თანამშრომლად. ასეთ თანამშრომლად მიიჩნევა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული პირი“, – წერია განმარტებით ბარათში.