LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტმა მაჩალიკაშვილის მკვლელობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა ჩააგდო

83
parlamenti4

პარლამენტმა 2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა ჩააგდო.

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მომზადებული დადგენილების პროექტს მხარი მხოლოდ 30-მა დეპუტატმა დაუჭირა. ხმა მის წინააღმდეგ პარლამენტის სამმა წევრმა მისცა და პროექტი კენჭისყრის ამ შედეგით ჩავარდა. დადგენილების პროექტს მხარი დაუჭირა ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების“ წევრმა ემზარ კვიციანმა.

კენჭისყრის წინ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტს საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივის მხარდაჭერისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება პარლამენტის პრესტიჟის საქმე იყო.

კანონპროექტის ინიციატორთა შეფასებით, იკვეთება სახელმწიფო ორგანოს, თანამდებობის პირების კანონსაწინააღმდეგო ქმედებები, რომლის შედეგადაც თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფა მოხდა.

დადგენილების პროექტის ძირითად არსს წარმოადგენდა პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g