LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო საარჩევნო კოდექსში ცვლილებები

60
206945676-6002641139775854-1866120760513481835-n

95 ხმით არც ერთის წინააღმდეგ – პარლამენტმა მხარი დაუჭირა საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს.

ახალი პროექტის მიხედვით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წევრების რაოდენობა 12-დან 17-მდე იზრდება.

კომისიაში „8 პროფესიული და 9 პარტიული წევრი“ უნდა ყოფილიყო და ეს პროექტშიც ასეა. არჩევნებზე შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე ავტომატურად გადაითვლიან უბნების 10%-ს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს პარლამენტი ირჩევს 5 წლის ვადით, პრეზიდენტის წარდგინებით თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი სხვა შემთხვევაში – ექვსი თვით.

საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების მეორე მოსმენით მუხლობრივი განხილვა პლენარულ სხდომაზე გუშინ დაიწყო, თუმცა პარლამენტის წევრების გამოსვლები დღესაც გაგრძელდა.

გუშინდელ განხილვისას ცნობილი გახდა კიდევ ერთი ცვლილების შესახებ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საკრებულოების მაჟორიტარი წევრების ასარჩევად 40%-იანი ბარიერი დაწესდება.

გარდა ამისა, ცვლილებების მეორე მოსმენით საკომიტეტო განხილვისას ცნობილი გახდა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის კვოტირების სისტემა  იცვლება, რომლის მიხედვითაც პარტიებს პროპორციულ სიებში სავალდებულო წესით ყოველი მეორის ნაცვლად, ყოველი მესამე განსხვავებული სქესის ჩასმა მოუწევთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g