პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით უმრავლესობის საკანონმდებლო პაკეტი მესამე მოსმენით დაამტკიცა.
“საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში დაგეგმილი ცვლილებები 87 ხმით მიიღეს. პროექტის წინააღმდეგ ხმა 33-მა დეპუტატმა მისცა.
საპარლამენტო ოპოზიცია საკანონმდებლო პაკეტის მეორე მოსმენაზე დაბრუნებას ითხოვდა, რაც უმრავლესობამ არ გაიზიარა.
კანონპროექტის თავდაპირველი ვარიანტი დაკორექტირდა და მასში ვენეციის კომისიის რამდენიმე რეკომენდაცია აისახა. კერძოდ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთათვის საკვალიფიკაციო გამოცდის გაუქმების თაობაზე. ასევე კანონპროექტში ჩაიწერა, რომ თუკი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია, იგი კანდიდატების შეფასებისა და ხმის მიცემის უფლებით პროცედურის არც ერთ ეტაპზე არ სარგებლობს.
ვენეციის კომისიის დასკვნა – რამდენია “უდიდესი ნაწილი”, რომლის გაზიარებაზეც ირაკლი კობახიძე საუბრობდა