LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტმა საკითხის შესწავლა იმ სამინისტროს დაავალა, ვისი საქმიანობის კონტროლსაც პეტიციის ხელმომწერი 2500-ზე მეტი ადამიანი ითხოვდა – საინიციატივო ჯგუფი ხელოვნების მუზეუმზე

61
მუზეუმისთვის

14 სექტემბერს პარლამენტის კულტურის კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც ერთ-ერთ საკითხად შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმთან დაკავშირებით მოქალაქეების  პეტიცია განიხილეს.

განხილვას კომიტეტის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და საინიციატივო ჯგუფის -„მუზეუმისთვის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

განხილვის შემდეგ, კულტურის კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ პეტიცია კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაუგზავნოს, უწყებას მოქალაქეებისთვის პასუხის გასაცემად ერთთვიანი ვადა მისცეს.

საინიციატივო ჯგუფის შეფასებით, პეტიციის სამინისტროსთვის გადაგზავნა ნიშნავს, რომ კომიტეტმა კანონმდებლობით დაკისრებულ ვალდებულებას თავი აარიდა.

„საკითხზე მსჯელობის ნაცვლად, პარლამენტმა საკითხის შესწავლა იმ სამინისტროს დაავალა, ვისი საქმიანობის შესწავლასა და კონტროლსაც პეტიციის ხელმომწერი 2500-ზე მეტი ადამიანი მოითხოვდა.

საქართველოს პარლამენტის აღნიშნული გადაწყვეტილება არის უკანონო. მივიჩნევთ, რომ კულტურის კომიტეტმა კანონმდებლობით დაკისრებულ ვალდებულებას თავი აარიდა“, – განაცხადეს საინიციატივო ჯგუფის წევრებმა განხილვის შემდეგ.

პეტიციის ერთ-ერთ ადრესატი კულტურის სამინისტროსთან ერთად,  პარლამენტი იყო. ხელმომწერები მოითხოვდნენ, რომ პარლამენტი დაინტერესებულიყო მუზეუმის ირგვლივ განვითარებული მოვლენებით და მის ხელთ არსებული მექანიზმების გამოყენებით, საკითხის საჯაროობა უზრუნველეყოთ.

 

magti 5g