საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. თავდაპირველად კენჭი ეყარა საკონსტიტუციო ცვლილებების პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ პროექტს, რომელსაც უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა და შედეგით 6 მომხრე, 109 წინააღმდეგი – ჩააგდო. ამის შემდეგ კენჭისყრაზე საკონსტიტუციო ცვლილებების თავდაპირველი რედაქცია დადგა, რომელიც უმრავლესობამ 117 ხმით, 7-ის წინააღმდეგ მიიღო.
ასევე კენჭი ეყარა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ კონსტიტუციურ კანონპროექტს, რომელზეც უმრავლესობამ პრეზიდენტის ვეტო დაძლია და პირვანდელი რედაქცია 117 ხმით 3-ის წინააღმდეგ მიიღო.