LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტს 5-6 ივლისის მოვლენების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა წარედგინება

51
1

2 აგვისტოს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, 5-6 ივლისის მოვლენების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას წარუდგენენ.

ინიციატივა ფრაქცია “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფს” ეკუთვნის, რომელმაც დადგენილების პროექტი უკვე მოამზადა.

იმ შემთხვევაში, თუ დადგენილებას მიიღებენ, საკანონმდებლო ორგანოში შეიქმნება დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც 3 თვის განმავლობაში იმუშავებს – შეიმუშავებს რეკომენდაციებს, გამოაქვეყნებს დასკვნას და საჭიროების შემთხვევაში მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

როგორც ინიციატივის ავტორები ამბობენ, აღნიშნული გამოძიება საბოლოოდ გასცემს საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს პასუხებს, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ქვეყნის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს, დემოკრატიას, უსაფრთხოებასა და ევროპულ არჩევანს.

პოპულალურები