LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტში 91 დეპუტატის ხელმოწერით საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი დაინიცირდა

79
პარლამენტი

პარლამენტში კონსტიტუციურ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი დაინიცირდა. პროექტი, რომელსაც ხელ 91 დეპუტატი აწერს, პარლამენტის აპარატის შესაბამისს სამსახურს უკვე გადაეცა.

ინიციატივას ხელს აწერენ “ქართული ოცნების”, “მოქალაქეების”, “ლელოს”, “გირჩისა” და “სტრატეგია აღმაშენებლის”  წარმომადგენლები.

პროექტის მიხედვით: 

◼  მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი 2% იქნება, ასევე დადგენილია მანდატების პროპორციული განაწილების წესიც;

◼  პროექტის მეორე პუნქტის მიხედვით, საპარლამენტო ფრაქციების შესაქმნელად წევრთა რაოდენობა შვიდიდან ოთხ წევრამდე ჩამოვა;

◼  შემდეგი გენერალური პროკურორები კვალიფიციური უმრავლესობით აირჩევიან, ხოლო თუ კვალიფიციური უმრავლესობით არჩევა ვერ მოხდება, მაშინ 76 დეპუტატის მხარდაჭერა საკმარისი იქნება.

შეგახსენებთ, კონსტიტუციაში ცვლილებებს 113 ხმა სჭირდება და კიდევ ერთი პარტიის, “ნაციონალური მოძრაობის” მხარდაჭერის გარეშე, მას პარლამენტი ვერ მიიღებს.

ვიდრე პარლამენტის კომიტეტებსა და პლენარულ სხდომაზე იმსჯელებენ, პროექტის ერთთვიანი სახალხო-საყოველთაო განხილვა გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g