LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტში ჩემი გამოსვლის თარიღზე კონსულტაციებს მალე დავიწყებთ – გიორგი მარგველაშვილი

68

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, პარლამენტში მისი გამოსვლა ინტენსიური საერთაშორისო დღის წესრიგის გამო გადაიდო.

ამის შესახებ პრეზიდენტმა დღეს გამართულ ბრიფინგზე, პარლამენტში მისვლასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ძალიან მალე დაიწყებს პარლამენტთან.

„როგორც წესი, ეს არის პირველი სასესიო კვირა. თუმცა, სავალდებულო არ არის, რომ პირველი კვირა იყოს. საქმე ის არის, რომ ჩვენ ახლა ძალიან ინტენსიური საერთაშორისო დღის წესრიგი გვაქვს. რამდენიმე დღეში ჩემი ვიზიტია სხვადასხვა ქვეყნებში, შემდეგ სხვა ქვეყნების ვიზიტები გვაქვს. პარლამენტში ჩემი გამოსვლა სწორედ ამიტომ გადაიდო. აქ არავითარი ინტრიგა არ არის. ძალიან მალე დავიწყებთ კონსულტაციებს პარლამენტთან და ჩამოვყალიბდებით თარიღზე,“ – აღნიშნა პრეზიდენტმა.

კითხვაზე, ხომ არ დაელოდება გიორგი მარგველაშვილი საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლის თარიღის დანიშვნამდე, პარლამენტის გადაწყვეტილებას „მაუწყებლობის შესახებ კანონზე“ ვეტოსთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პარლამენტში  გამოსვლა ამ თემას არ უკავშირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g