პარლამენტში დეპუტატები ნიკა მელია და ზაზა პაპუაშვილი ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
ფიზიკური დაპირისპირების შესახებ ჟურნალისტებთან ინფორმაცია თავად ზაზა პაპუაშვილმა დაადასტურა. მისი განცხადებით, შემთხვევა პარლამენტის ეზოში მოხდა.
დეპუტატები ერთმანეთს პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებენ, თუმცა არც ერთი მათგანი კონკრეტულ მიზეზზე, რასაც ჯერ სიტყვიერი და მერე ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა, არ საუბრობს.
სიტუაცია ადგილზე დაცვის სამსახურმა განმუხტა. ამ წუთებში დეპუტატები სხდომათა დარბაზში იმყოფებიან.