პარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისია შეიქმნა.
შესაბამისი დადგენილება 88-ხმით, ერთხმად მიიღეს.
დროებითი კომისიის უფლებამოსილების ვადა 3 თვით განისაზღვრა.
4 თებერვალს დაგეგმილია საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა, რომელზეც დროებითი კომისიის წევრთა რაოდენობა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები განისაზღვრება. 5 თებერვლიდან კომისია მუშაობას დაიწყებს.
კომისიას ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი უხელმძღვანელებს.
