LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პარლამენტში შემდეგ კვირას თავიდან იწყება თავდავიწყება” – რომან გოცირიძე

140
რომან გოცირიძე

პარლამენტში შემდეგ კვირას თავიდან იწყება თავდავიწყება, – ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.

„შემდეგ კვირას თავიდან იწყება თავდავიწყება. „ქართული ოცნება“ პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს და არ დადის პარლამენტში. როცა ამას ვამბობ, როგორ არ დავდივართო, აგერ ვსხედვართო, ამბობენ. მოდიხარ პარლამენტში და არ გადიხარ რეგისტრაციას, სხვათა შორის, ამაზე ჯარიმაა, ყოველ არ მოსვლაზე 10%-ია, დეპუტატს ხელფასი 3 400 ლარი აქვს და მისი 10% – 340 ლარი ყოველ არ მისვლაზე ეჭრებათ, მაგრამ მათ ახლა ფული არ ადარდებთ, ფულს იქით მოგცემენ, ოღონდ არ მიხვიდე, ერთ 10 მილიონს გადაგვიხდიან, ოღონდ არ მივიდეთ და არ შევაწუხოთ. რა იქ ყოფილხარ, გდებულხარ, ან რუსთაველის პროსპექტზე იქვე, ქუჩაში გისეირნია, ეს სამართლებრივად იგივეა.

რას გააკეთებენ მომავალი სამშაბათიდან – ახლა ვაფრთხილებთ, რომ ყველანი მოვდივართ, მათ შორის, ზოგიერთი ადამიანი, ვინც ავად იყო და სტამბოლში მკურნალობდა, ადგილზეა. ერთადერთი გამოსავალია, რომ მშენებლობის ქვეშ არ უნდა გაიაროს ოპოზიციონერმა, ვაითუ, აგური ჩამოვარდეს, ეს არის ოცნება, რომ ერთი აგური ვინმეს მოხვდეს თავში, დანარჩენი, ყველანაირად ვართ მობილიზებული.

რას იზამენ? ასე პარლამენტის პარალიზება შეუძლებელია, რაღაც პროცედურული ხრიკებით, კანონდარღვევით, იმ 50 კანონს ალბათ კენჭს უყრიან, მაგრამ როგორ უნდა გააკეთონ, რომ 50-ს კენჭი უყარონ და ჩვენი ეს ერთი კანონი, სადაც 50 ხმაა საჭირო, გვერდზე გასწიონ, არ ვიცი. ეს იქნება კომიკური, უხეში კანონდარღვევა და იმის მაჩვენებელი, რომ ამ ადამიანებს არაფერი აინტერესებთ, არც კონსტიტუციური გარანტიები”, – აცხადებს გოცირიძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g