„ევროპელი სოციალისტების“ წევრი, დავით ზილფიმიანი აცხადებს, რომ პარლამენტში სრული შატალოა. მისი თქმით, ოპოზიცია სულ რამდენიმე დღეა შევიდა საკანონმდებლო ორგანოში და უკე დაიღალა.
როგორც მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, თუ ოპოზიციას თუ მუშაობა სურს, იმუშაონ, კრიტიკაზე ადვილი არაფერია.
„პროფესიით არ ვარ იურისტი იმ კომიტეტებში ვიღებ მონაწილეობას, რომელშიც ვთვლი, რომ შემიძლია, რაღაც სიკეთე მოვუტანო იმ მიმართულებებს, რომლებშიც აღვიზარდე.
ისე მოხდა, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში პრაქტიკულად 15-ვე კომიტეტში ჩვენ გვიწევს მუშაობა. მადლობა ღმერთს, ცოტა შეგვეშველნენ „მოქალაქეები“. დავიღალეთ, ყველგან ჩვენ დავდივართ.
სრული შატალოა, ექვსთვიანი შატალო არ გამიგია. ახლა შემოვიდნენ დაიღალნენ, ისევ წავიდნენ, ახლა ერთი კვირა არ მოვლენ კიდევ. თუ მუშაობა გვინდა ვიმუშაოთ, თუ არადა კრიტიკაზე ადვილი რა არის, მოდი რამე კონსტრუქციული თქვი, ამ საკითხზე მე გუშინ დავაფიქსირე ჩემი პოზიცია“. – განაცხადა დავით ზილფიმიანმა.