რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა.
საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობდა დაზარალებული მაკო გომური. პროკურატურამ გამოჰკითხა კიდევ ერთი დაზარალებული, გიორგი ჭუმბურიძე.
გახარია: „როგორც „ნაცები“ იყენებენ მაკო გომურს, ზუსტად ისე იყენებთ თქვენ – ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ „ნაცების“ კომისიაში ვარ მოსული“
„ნაცებთან“ თქვენ დგახართ. „ნაცების“ კომისიაში როცა იყავით მოსული, ხორავას საქმეზე, ნაკლებად ყინჩად გამოიყურებოდით“, – აღნიშნა წულუკიანმა.
უწყების ინფორმაციით, გამოძიება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით ტარდება, კერძოდ საქმე 2019 წლის 20 ივნისს ე.წ გავრილოვის ღამეს მიმდინარე მოვლენებს ეხება.
მაკო გომური: „ბავშვმა სტრასბურგამდე მიაღწია, ნახევარ საათში 20 ივნისის საერთო საქმის განხილვა დაიწყება დიდ პალატაში“
„იცოდეთ, რომ სადღაც ისევ ვიბრძვით 20 ივნისის ადამიანები… უბრალოდ. ჩვენს მოსასმენად და ჩვენი სიმართლის აღიარებისთვის აქ სასამართლოს კარზე ბრახუნი, ყვირილი არ გვჭირდება“ – წერს მაკო გომური.
„დიდი იმედი არ მაქვს, რომ დამნაშავეებს 6 წლის მერე მიაგნებენ. ძალიან დიდი დრო ჰქონდათ ამისთვის“, – ამის შესახებ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაზარალებულმა მაკო გომურმა საგამოძიებო ექსპერიმენტის შემდეგ მედიასთან განაცხადა.
მაკო გომურის თქმით, 2029 წლის 20-21 ივნისს, რაც მოხდა, სისტემური დანაშაული იყო და ეს თითოეული პირის პასუხისმგებლობაა, ვინც ამ სისტემაში იყო.
„ჰქონდათ დრო იმისთვის, რომ თვითონ ცხელ კვალზე ემუშავათ და დამნაშავეებისთვის მიეგნოთ. სისტემური დანაშაული იყო და ამ სისტემაში ვინც იყო, თითოეული პირის პასუხისმგებლობა იყო ეს დღე. რაც შეეხება პასუხისმგებლობებს, მგონია, რომ თანდათან ყველა ადამიანი თავის წილ პასუხს აგებს და დაიწყო უკვე – ადამიანს იბარებენ კომისიაზე და სთხოვენ იმ ფაქტზე პასუხისმგებლობის აღებას, რაც უშუალოდ მისი პასუხისმგებლობა იყო. შესაბამისად, არავის ჰქონდეს იმის იმედი, რომ რაღაციდან ოდესმე დაიძვრენს თავს“, – განაცხადა მაკო გომურმა.
ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე 2019 წლის 20-21 ივნისს თბილისში, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასა და აღდგენაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან უფლებამოსილების ძალადობით და იარაღით გადამეტების ფაქტებზე და აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, დაადგინა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა პროცედურულ ნაწილში და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა.