LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტთან აქცია განახლდა

127
აქცია

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან აქცია განახლდა – აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.

აქციების 29-ე დღეს დემონსტრანტები საკანონმდებლო ორგანოსთან თბილისის სხვადასხვა ლოკაციიდან საპროტესტო მსვლელობით მივიდნენ.

დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნებია – აქციების პერიოდში დაკავებული პირების გათავისუფლება და ახალი არჩევნების ჩანიშვნა.

ცნობისთვის, მოქალაქეების პროტესტი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს.

ფოტო: „ინტერპრესნიუსი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g