LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტთან აქციაზე კარვები გაშალეს

108
45748357-2452615438112244-1397077931389353984-o

პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე კარვები გაიშალეს.

პარლამენტან აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი შოთა დიღმელაშვილი აცხადებს, რომ დღეს საღამოს რუსთაველზე, პარლამენთან კარვების ქალაქი მოეწყობა და იქამდე არ დაიშლება, ვიდრე ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს.

„დღეს რუსთაველზე გაიშლება ბანაკი, მოეწყობა კარვების ქალაქი. ჩვენ არ ვიშლებით მანამ, სანამ არ მივიღებთ იმას, რასაც შეგვპირდნენ”-აცხადებს დიღმელაშვილი.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა პარლამენტში დღეს პირველი მოსმენით კენჭისყრაზე ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო, რის შემდეგაც ოპოზიციურმა პარტიებმა საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g