პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა. საკანონმდებო ორგანოს წინ შეკრებილებილი მოქალაქეები უკვე ერთი თვეა აქციას მართავენ მოთხოვნით თანამდებობა დატოვოს შს მინისტრმა გიორგი გახარიამ.
“ერთი თვე გავიდა გავრილოვის საბედისწერო ღამიდან. ეს პროტესტი გაგრძელდება, ვიდრე არ გადადგება გიორგი გახარია. ამ მოთხოვნის შესრულებას თავს ყველანაირად არიდებენ”,- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა.
დღევანდელ აქციაზე ისინი ბანერებით მივიდნენ, რომლებზეც რიცხვებია გამოსახული – ეს სიმბოლური ნიშანია მათი სიმრავლისა და პასუხი ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე, რომელმაც რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ პარლამენტის წინ 200 კაცი დგას, ისიც ოპოზიციის მობილიზებული.