პოლიციამ პარლამენტთან აქციის ორი მონაწილე დააკავა. რა ბრალდებით დააკავეს აქციის მონაწილეები, უცნობია. ამ საკითხზე შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.
პარლამენტთან მიმდინარეობს ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი აქცია. დღეს მათ პოლიტიკოსებს მოუწოდეს მხარდაჭერისკენ, რის შემდეგაც პარლამენტთან “ევროპული საქართველოს” და ოპოზიციური გაერთიანების “ძალა ერთობაშია” ლიდერები მივიდნენ.