პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ცრემლსადენი გაზი გაუშვეს.
ამ წუთებში აქციაზე ხმაური და დაძაბული ვითარება გრძელდება.
დაპირისპირება პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის მას შემდეგ დაიწყეს, როდესაც ლიდერებმა აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობის სამივე შესასვლელთან გადანაცვლებისკენ მოუწოდეს.
სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს შესასვლელამდე მისვლის საშუალებას არ აძლევენ.