LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტთან გამართულ აქციაზე „ანტიკორუფციული მოძრაობის“ ორი წევრი დააკავეს

150
Untitled design

პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციაზე დღეს ორგანიზაცია „ანტიკორუფციული მოძრაობის“ 2 წევრი – დათო დიღმელაშვილი და ლუკა კორკოტაშვილი დააკავეს.

ამის შესახებ „ფორტუნას“ „ანტიკორუფციული მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განუცხადა.

ფავლენიშვილის განცხადებით, საპატრულო პოლიციამ მოძრაობის წევრები ადმინისტრაციული წესით დააკავა და გადაიყვანა თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც პროცესი დღესვე გაიმართება.

როგორც ირაკლი ფავლენიშვილმა „ფორტუნასთან“ განაცხადა, მოძრაობის წევრებმა პარლამენტიდან საქალაქო სასამართლოსთან გადაინაცვლეს.

magti 5g