პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ბუკა პეტრიაშვილი დააკავეს.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი მეუღლე, ჟურნალისტი ეკატერინე მიშველაძე ავრცელებს.
,,ბუკა დააკავეს, ჯერ-ჯერობით არ ვიცი სადაა და არც ის ვიცი, როგორ არის. მაგრამ დაკავებული რომ არის, დადასტურებულია”, – წერს ეკატერინე მიშველაძე.
როგორც ,,ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, პეტრიაშვილი ადმინისტრაციული წესით, 166-ე და 173-ე მუხლებითაა დაკავებული. ამ დროისთვის უცნობია მისი ადგილსამყოფელი.