LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტთან, სადაც აქცია ლოზუნგით – “გავათენოთ საქართველოსთვის” იწყება, საავტომობილო გზა გადაიკეტა

142
აქცია

პარლამენტთან, აქცია ლოზუნგით – “გავათენოთ საქართველოსთვის” იწყება.

რუთაველის გამზირი გადაიკეტა.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეები გეგმავენ, რომ რუსთაველის გამზირზე გაათენონ ღამე, ვინაიდან 13 მაისს, ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოსმენა აქვს დაგეგმილი

საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილები სკანდირებენ: „კი ევროპას! არა რუსულ კანონს“. ამასთან, აქციის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი აქვთ საქართველოს და ევროკავშირის დროშები.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები