LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტთან შვილმოკლული მამების აქცია მიმდინარეობს [ვიდეო]

46958049_965638310293997_7631012259027746816_n-1

პარლამენტთან შვილმოკლული მამების აქცია მიმდინარეობს. აქცია დღეს, თემირლან მაჩალიკაშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით გაიმართა.

პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილი დღეს ოცი წლის გახდებოდა.

“დღეს თემირლან მაჩალიკაშვილის დაბადების დღეა. დღეს ის 20 წლის გახდებოდა, მაგრამ მას ვერაგულად მოუსპეს სიცოცხლე. ჩვენ აქ არ ვდგავართ იმისთვის,რ ასაც გვაბრალებს ეს ხელისუფლება. ჩვენ აქ ვდგავართ იმისთვის რომ ჩვენი შვილების მკვლელები იყვნენ დასჯილები.

რატომ დადიან ჩვენი შვილის მკვლელები დღეს გარეთ? რატომ არ გვცემენ ამ კითხვებზე პასუხს? იმიტომ რომ თავად არიან მკვლელები ან მკვლელებზე ხელის დამფარველები,” – განაცხადა ზაზა სარალიძემ აქციაზე და აღნიშნა, რომ შვილმკვდარი მამები დანებებას არ აპირებენ.

მისივე თქმით, არავის აქვს უფლება, ადამიანის სიცოცხლეს შეეხონ და თუ შეეხებიან, პასუხი უნდა აგონ.

აქციაზე მალხაზ მაჩალიკაშვილს და ზაზა სარალიძეს, სხვა შვილმკვდარი მამებიც შეუერთდნენ. მათმა ნაწილმა, შვილის მკვლელობაში პოლიციური სისტემა და კონკრეტული მაღალჩინოსნები დაასახელეს.

რუსთაველის გამზირი გადაკეტილია, თუმცა სავარაუდოდ, შვილმოკლული აქციის პარალელურად მიმდინარე, პატრიოტთა ალიანსის აქციის გამო.

პოპულალურები