LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტთან წყლის ჭავლის ორი მანქანა და დამატებითი ძალები მიიყვანეს

199

თბილისში, პარლამენტთან, წყლის ჭავლის ორი მანქანა მიიყვანეს.

ადგილზე, ავტობუსებით დამატებითი ძალებიც შეიყვანეს, ასევე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების და სახანძრო მანქანები.

აქცია “ჩვენი თავისუფლებისთვის” წარმომადგენლები, იმედოვნებენ, რომ წყლის ჭავლები არა მათ დასაშლელად, არამედ უსაფრთხოებისთვისაა მობილიზებული.

შეგახსენებთ, ამ დრომდე, პარლამენტთან ვითარება დაძაბულია. “თეთრი ხმაურის” მოძრაობის მიერ ორგანიზებული აქციის კონტრაქციის მონაწილეები, უკვე რამდენიმე საათია, პარლამენტის შენობასთან, პოლიციის კორდონის მიღმა დგანან. მათ უკვე რამდენჯერმე ჰქონდათ დაპირისპირებულ მხარესთან შეღწევის მცდელობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g