LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარტია „ანა დოლიძე – ხალხისთვის“: გამოძიების დასრულებამდე, დავით ფერაძესთან ნებისმიერი სახის თანამშრომლობას ვწყვეტთ“

235
დავით ფერაძე და ნატა ტალიკიშვილი

პარტია „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ განცხადებით, ტრანსგენდერ ქალის, ნატა ტალიკიშვილზე თავდასხმის საქმეზე ბრალდებულ დავით ფერაძესთან, გამოძიების დასრულებამდე ნებისმიერი სახის თანამშრომლობას წყვეტს.

ამავე განცხადების თანახმად, დავით ფერაძემ პარტია ერთი თვის წინ, საკუთარი სურვილით დატოვა. ამასთან, როგორც პარტიაში აცხადებენ, საარჩევნო მგრძნობიარე პერიოდში უსაფრთხოების სამსახურს მსგავსი სცენარების განხორციელების, მცდელობები ექნებათ:

პარტია „ხალხისთვის“ დიდი ხანია გამოდის ყველა ფორმის ძალადობის წინააღმდეგ და ბუნებრივია, გმობს ძალადობის ყველა გამოხატულებას.

შესაბამისი ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ პარტია ,,ხალხისთვის“ ვწყვეტთ ნებისმიერი სახის თანამშრომლობას დავით ფერაძესთან, მანამ სანამ არ დასრულდება გამოძიება და არ დადგინდება სიმართლე“. – ნათქვამია განცხადებაში.

„ქართული ოცნება“ დიდი ხანია საფრთხეს ხედავს ,,ძლიერი საქართველოს“ კოალიციაში, რომელიც წარმოადგენს ხელისუფლების რეალურ ალტერნატივას. ბიძინა ივანიშვილის ბოლო ინტერვიუს შემდეგ ეს დამოკიდებულება კიდევ უფრო ცხადი გახდა. შესაბამისად, გასაგებია რომ სწორედ „ძლიერი საქართველოა“ უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან წნეხის სამიზნე.

ამ ფონზე მნიშვნელოვნად ვთვლით გავაკეთოთ განმარტება, რომ დავით ფერაძემ ერთი თვის წინ, მისი ნებით დატოვა პარტია და არ წარმოადგენს პარტია „ხალხისთვის“ წევრს. მიგვაჩნია, რომ საარჩევნო მგრძნობიარე პერიოდში უსაფრთხოების სამსახურს ექნებათ მცდელობები მსგავსი სცენარების განხორციელების.

„გამოძიებით დადგენილია თავში ქვის ნატეხი ჩაარტყა“ – ტრანსგენდერი ქალის, ნატა ტალიკიშვილის მიმართ ძალადობის ფაქტზე დეპუტატობის კანდიდატი დააკავეს

გამოძიებით დადგენილია, რომ ნატა ტალიკიშვილს, მისთვის უცნობმა მამაკაცმა, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, კერძოდ, თავში ქვის ნატეხი ჩაარტყა.

პარტია „ხალხისთვის“ დიდი ხანია გამოდის ყველა ფორმის ძალადობის წინააღმდეგ და ბუნებრივია, გმობს ძალადობის ყველა გამოხატულებას. შესაბამისი ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ პარტია ,,ხალხისთვის“ ვწყვეტთ ნებისმიერი სახის თანამშრომლობას დავით ფერაძესთან, მანამ სანამ არ დასრულდება გამოძიება და არ დადგინდება სიმართლე“. – ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, 21 ოქტომბერს თბილისში, ტრანსგენდერ ქალს, ნატა ტალიკიშვილს თავს დაესხნენ. გამოძიებით დადგენილია, რომ ნატა ტალიკიშვილს, მისთვის უცნობმა მამაკაცმა, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, კერძოდ, თავში ქვის ნატეხი ჩაარტყა.

ნატა ტალიკიშვილის მიმართ ძალადობის ფაქტზე პარტია „ლელოს“ საპარლამენტო სიის 52-ე ნომერი, დავით ფერაძე დააკავეს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

რაც შეეხება დაშავებულს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია და მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

გამოყენებულია „პუბლიკის“ ფოტო

magti 5g