LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარტია „გახარია საქართველოსთვის” წევრის ინფორმაციით, გიორგი გახარიაზე თავდასხმის ამსახველი კადრები პროკურატურამ დღეს ამოიღო

174
გიორგი გახარია

გიორგი გახარიაზე თავდასხმის ამსახველი კადრები პროკურატურამ დღეს ამოიღო,– ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის” წევრმა გოჩა გუგუნავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ცოტა ხნის წინ, სასტუმრო “შერატონის” მენეჯერს შეხვდნენ, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდა.

„21 იანვარს, ანუ დღეს მოხდა ვიდეომასალის ამოღება პროკურატურის მიერ, რომელიც ამ წუთებში განგვიცხადეს. გვითხრეს, რომ ვიდეომასალის ასლებიც პროკურატურამ წაიღო”,- აღნიშნა გოჩა გუგუნავამ.

ცნობისათვის, 14 იანვარს ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერსა და ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას თავს დაესხნენ. ექიმის თქმით, მას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გიორგი გახარიაზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო. ერთ-ერთი პირი, რომელიც გახარიასთან ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობდა „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძეა.

გახარია: „დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს მხარდაჭერისთვის. ჯანმრთელობის მხრივ, ნორმალურად ვარ“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g