LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარტია „ხალხისთვის“ ინიციატივით გამოდის, სააკაშვილის საქმისთვის შეიქმნას პალატა, რომელშიც გადაწყვეტილებებს ჰააგიდან ჩამოყვანილი მოსამართლეები მიიღებენ

78
ანა დოლიძე

პარტია „ხალხისთვის“ პოლიტსაბჭოს წევრის, იურისტის ნინო წულაძის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმისთვის უნდა შეიქმნას პალატა, რომელშიც გადაწყვეტილებებს ჰააგიდან ჩამოყვანილი მოსამართლეები მიიღებენ. 

ნინო წულაძის თქმით, აღნიშნული პალატის შექმნის უფლებამოსილება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აქვს. როგორც პარტია „ხალხისთვის“ პოლიტსაბჭოს წევრი ამბობს, უნდა შეიქმნის სპეციალური პალატა, ჩვენი სასამართლოების ფარგლებში და ამის გამოცდილება, როგორც ეს ნინო წულაძემ თქვა, ჩვენ გვაქვს ბოსნია ჰერცოგოვინის მოდელთან დაკავშირებით.

„საკასაციო ინსტანციიდან და პირველი ინსტანციით აღნიშნულ პალატაში გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს უცხოელმა, საერთაშორისო სისხლის სასამართლოდან, ჰააგიდან ჩამოყვანილმა მოსამართლეებმა. ამის გამოცდილება არსებობს და ეს დაგვეხმარება, რომ ნებისმიერ ადამიანს შევუნარჩუნოთ ქვეყანაში სამართლიანი სასამართლოს უფლება. აღნიშნული ინიციატივის უფლებამოსილება აქვს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, უბრალოდ ამ შემთხვევაში ჩვენ გვჭირდება ნება, რომ აღნიშნული ინიციატივა შესრულდეს“, – განაცხადა ნინო წულაძემ.

პარტიის ლიდერის ანა დოლიძის განცხადებით კი, მიხეილ სააკაშვილის საკითხში უნდა დაბალანსდეს სამართლიანობის აღდგენის ინტერესი. მისი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გასამართლება არ უნდა მოხდეს იმის ხარჯზე, რომ ჩვენ დავკარგოთ სასამართლოს იდეის ქონის პერსპექტივა და დავემშვიდობოთ იდეას, რომ საქართველოში ყველა მოქალაქეს, თუნდაც პოლიტიკურად ანგაჟირებულ მოქალაქეს აქვს სამართლიანი სასამართლოს უფლება.

„იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვთვლით, რომ უნდა დავაბალანსოთ სააკაშვილის საკითხში სამართლიანობის აღდგენის ინტერესი, მისი როგორც ბრალდებულის სამართლიანი სასამართლოს უფლების ინტერესიდან ჩვენ გთავაზობთ კონკრეტულ გამოსავალს, როგორ უნდა გასამართლდეს მიხეილ სააკაშვილი საქართველოში“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

ანა დოლიძე: „ქართული ოცნება“ არჩევნებში მიღებულ შედეგზე სააკაშვილს მადლობას უნდა უხდიდეს – 10-15%-ით ნაკლები შედეგი ექნებოდათ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g