LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ბათუმისა და ხელვაჩაურის დელეგატი აჩიკო ბერიძე, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობას შეხვდა

156
აჩიკო ბერიძე

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ბათუმისა და ხელვაჩაურის  დელეგატობის კანდიდატი აჩიკო ბერიძე, ინასარიძის და  შარაშიძის ქუჩების, ასევე, გონიოს მეურნეობის ბინების მოსახლეობას კარდაკარ შემოვლის პრინციპით შეხვდა.

შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე და იმ მიმართულებაზე, რომელზეც გუნდი აქტიურ მუშაობას აპირებს.

„დელეგატობის კანდიდატად დასახელების დღიდან ჩემი ბათუმელებისგან ვგრძნობ თანადგომას, რაც მაძლევს უდიდეს ძალას ვაკეთო მეტი სასიკეთო საქმე ჩემი ქალაქის განვითარებისთვის,“- განაცხადა  აჩიკო ბერიძემ.

შეხვედრებს  ასევე ესწრებოდნენ   რამაზ ჯინჭარაძე, ბათუმის დელეგატობის კანდიდატი აჭარის უმაღლეს საბჭოში და ქალაქ ბათუმის მერი –  არჩილ ჩიქოვანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g