LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, საბურთალოს რაიონის დელეგატმა აკაკი ალადაშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა

107
აკაკი ალადაშვილი

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს რაიონის დელეგატი აკაკი ალადაშვილი საბურთალოზე, ისაკაძის N12-ის, პეკინის N33ა და N35-ის მცხოვრებლებს შეხვდა.

შეხვედრაზე მოქალაქეები გაეცნენ „ქართული ოცნების“ ძირითად ღირებულებებს და სამომავლო გეგმებს. ასევე, ისაუბრეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე. დელეგატმა მოისმინა მოქალაქეების წინაშე არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზებზე გაამახვილა ყურადღება.

„გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა პეკინისა და ისაკაძის ქუჩის მაცხოვრებლებთან. ვისაუბრეთ მათ ადგილობრივ საჭიროებებზე, დავსახეთ გეგმები თუ როგორ გადავჭრათ ისინი, ასევე, ვისაუბრეთ მშვიდობისა და კეთილდღეობის მნიშვნელობაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის შევინარჩუნოთ მშვიდობა. მხოლოდ მშვიდობით, ღირსებითა და კეთილდღეობით შევიდეთ ევროპაში,“- განაცხადა აკაკი ალადაშვილმა.

პეკინზე შეხვედრას ასევე ესწრებოდა – გიგა ოჩხიკიძე, რომელმაც 2024 წლის პარაოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოქროს მედალი მოუპოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები