პარტია “ქართულ ოცნებას“ ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. კობახიძის კანდიდატურა პარტიის პოლიტსაბჭომ წარადგინა, თავმჯდომარის პოსტზე კი მას ყრილობა დაამტკიცებს, რომელიც ამ წუთებში სასტუმრო “პარაგრაფში“ მიმდინარეობს.
ყრილობას მხარდასაჭერად, ასევე, “ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა წარედგინება.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა პარტიის და პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისი განცხადება ღარიბაშვილმა 25 აპრილს გააკეთა.