LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარტიაში ახლა სტრუქტურული ცვლილებები მიმდინარეობს: დავით ბაქრაძე

76
დავით ბაქრაძე

“მე დღეს ვერ დაგიდასტურებთ ვერანაირ გადაწყვეტილებას პერსონალური ან საკადრო გადაწყვეტილებების შესახებ. კვირის ბოლომდე საზოგადოებას ეცოდინება ყველა დეტალი, მათ შორის, პირად გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, მაგრამ ის, რაც დღეს ხაზგასმით შემიძლია ვთქვა არის ის, რომ როგორიც არ უნდა იყოს შიდაპარტიული გადალაგება, ოპოზიციის საერთო პოზიციონირებასა და ამოცანებზე, ის გავლენას არ მოახდეს, “- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ პარტიაში ახლა სტრუქტურული ცვლილებები მიმდინარეობს.

მისივე თქმით, პოლიტიკურ პარტიას, ისევე როგორც ნებისმიერ ცოცხალ ორგანიზმს, მუდმივად სჭირდება განახლება, ხოლო დღეს საზოგადოების განწყობა არის ძალიან მკაფიო. ბაქრაძის განცხადებით, არამხოლოდ „ევროპული საქართველოსგან“, არამედ მთელი ოპოზიციური სპექტრისგან საზოგადოება ელოდება სიახლეებს, ახალ ხედვასა და განახლებას.

“აქედან გამომდინარე, „ევროპულ საქართველოშიც“ მიდის მსჯელობა, თუ რა ტიპის სტრუქტურული ცვლილებები უნდა მოხდეს პარტიაში და როგორი უნდა იყოს სამომავლო გეგმები. ეს მსჯელობა, ჯერჯერობით, მიმდინარეობს. ამიტომ მე დღეს ვერ დაგიდასტურებთ ვერანაირ გადაწყვეტილებას პერსონალური ან საკადრო გადაწყვეტილებების შესახებ.”

“უახლოეს დღეეებში, კვირის ბოლომდე საზოგადოებას ყველა დეტალი ეცოდინება, მათ შორის, პირად გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, მაგრამ ის, რაც დღეს ხაზგასმით შემიძლია ვთქვა არის ის, რომ როგორიც არ უნდა იყოს შიდაპარტიული გადალაგება, ის ოპოზიციის საერთო პოზიციონირებასა და ამოცანებზე გავლენას არ მოახდეს. კერძოდ, მხედველობაში მაქვს ოპოზიციის მიმდინარე ბრძოლა, პარლამენტის ბოიკოტი და და პარლამენტში არშესვლის ნიშნად დაწერილი განცხადებები. ვერანაირი შიდა პარტიული გადანაწილება ამ პრინციპულ საკითხზე გავლენას ვერ მოახდეს და ვერ შეცვლის. ბოიკოტი დარჩება ძალაში. „ევროპული საქართველო“ ოპოზიციურ ფლანგზე დარჩება“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g