ლევან ხაბეიშვილის მიერ „ენმ“-ს თავმჯდომარის პოსტიდან გადადგომას, პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ „რუსულს რეჟიმს რუსული მეთოდებით ვერ დაამარცხებ“.
„პოლიტიკური კორუფცია, პოლიტიკის ბიზნესად ქცევა, პოლიტიკურ პარტიაში, როგორც „შპს-ში“, მენეჯერების დანიშვნა და მერე გადანიშვნა – თუ რამეა რუსული ყაიდის ქართულ პოლიტიკაში, სწორედ ესაა.
რუსულს რეჟიმს ვერ დაამარცხებ რუსული მეთოდებით. ოლიგარქს ვერ დაამარცხებ ფულით. არაფორმალურ მართვას ვერ დაამარცხებ არაფორმალური მართვის სტილით“, – წერს ნიკა მელია.