პარტიების გაერთიანების მომხრე მეც არ ვარ, არ ვაპირებ. ძალიანაც რომ მეხვეწო ახლა, რომ „ლელოსთან“ ერთად უნდა გახვიდე არჩევნებშიო, გეტყვი: „არ გავალ“, – ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
„არითმეტიკა შეგვიძლია მოვიშველიოთ, დავთვალოთ, გახარიას პარტია არ უერთდება „ლელოს“, არითმეტიკით ეს უკვე მესამე ცენტრს გამორიცხავს. მესამე ცენტრი არ ვიცი, ალბათ, რაღაც ხალხს პოულობს, ცუდად ვიტყვი ახლა, ხომ იცით, რომ არ გამოვირჩევი ტკბილი სიტყვით, განადგურებული რომ ჰყავთ 150 ათასი კაცი, ოჯახები რომ აქვთ დატოვებული, აი, ალბათ, იმათგან შექმნიან მესამე ცენტრს. იმაზე კი არაა საუბარი, რომ ბანკიდან გამოიტანე და მერე ის აუცილებლად უნდა დააბრუნო, არამედ 1$ რომაა ძირი და 5 000$ რომ გახდება და მერე სასჯელი რომაა 30 000$ და შენ მეუბნები ახლა, რომ მესამე ცენტრი უნდა გააკეთო, ოღონდ ნახევარი საქართველო შენს გამოა გაყვანილი. ამიტომ ასე მარტივად არაა საქმე.
პარტიების გაერთიანების მომხრე მეც არ ვარ, არ ვაპირებ. ძალიანაც რომ მეხვეწო ახლა, რომ „ლელოსთან“ ერთად უნდა გახვიდე არჩევნებშიო, გეტყვი – „არ გავალ“. ალბათ, ასევე იტყვიან თვითონაც. როცა ასე ხმამაღლაა ნათქვამი მესამე ცენტრი, უკვე ვერ გამოგვდის ეს მესამე ცენტრი.
ლავროვის შვილმა რომ არ უნდა იგრიალოს საქართველოში, ვინც ეს გააპროტესტა იმათ იჭერენ, ზურა ჯაფარიძეს ტრენინგზე რომ მიჰყავს ახალგაზრდები ქვებს ესვრიან. ამ სამართლებრივ სისტემაში რა მესამე ცენტრზეა საუბარი, არ გადამრიოთ“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.