LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარტიიდან 22 რომ ვიყოთ, ბრდღვნას გავადენდით საკითხებს – ელისაშვილი ამბობს, რომ “დაიტანჯა იმაზე ფიქრით, ვინ შემოვა პარლამენტში და ვინ არა”

64
BeFunky-collage (1)

პარტია მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ “დაიტანჯა იმაზე ფიქრით, ვინ შემოვა პარლამენტში და ვინ არა. როგორც ელისაშვილი აცხადებს, იმ პარტიებმა, რომლებსაც პარლამენტში შემოსვლა სურთ, გაბედულად უნდა იმოქმედონ. ამის შესახებ მან “პალიტრანიუსის” ეთერში ისაუბრა.

„მოვუწოდებდი „გირჩს“ და სხვებსაც, ვისაც შემოსვლა უნდა, გაბედონ! თქვან, რომ შემოვლენ და საკითხებზე იმუშავებენ. ვისაც შემოსვლა უნდა, მათი მხრიდან უფრო გაბედულად მოქმედებაა საჭირო, უკვე დავიტანჯე იმაზე ფიქრით, ვინ შემოვა და ვინ – არა.

ნახევარ წელზე მეტი გავიდა, ღატაკი, საცოდავი ქვეყანაა, რომელიც საშინელი პრობლემების წინაშე დგას. პარლამენტი არის ის ადგილი, სადაც ქვეყნის და ხალხის პრობლემების მოგვარებაზე უნდა ლაპარაკობდე და ფიქრობდე.

ოპოზიცია უნდა შემოვიდეს, 2 კინკილა კაცი ვართ, 2 დეპუტატის საქმესაც გავაკეთებთ და გაცილებთ მეტსაც. საარჩევნო რეფორმა დავაინიცირებინეთ, თუ არა?! უბრალოდ „ოდირის“ დასკვნას ველოდებით, ამ გაუთავებელი მოლაპარაკების დასრულებას…

ჩვენი პარტიიდან 22 რომ ვიყოთ, ბრდღვნას გავადენდით საკითხებს, ეს დროც მოვა. ყველა ნახავს რისთვის ვართ შესულები, რამდენი ვიქნებით და რამდენ საქმეს გავაკეთებთ, იმასაც ვნახავთ. ჩვენთან პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები რაღაცებით არიან გართულები“,-აცხადებს ელისაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g