„ეს არის ძალიან ცუდ დროს მიღებული ცუდი გადაწყვეტილება. რაც არ უნდა ყოფილიყო ამ გადაწყვეტილების საფუძველი ჩვენ ვხედავთ რა ხდება, ვინ სარგებლობს ამ გადაწყვეტილებით“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც იგი ქართველი მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესებას გამოეხმაურა.
საქართველოში აშშ-ის ელჩთან კელი დეგნანთან შეხვედრის შემდგომ პაპუაშვილმა ასევე თქვა, რომ „ამ გადაწყვეტილებით სარგებლობს რადიკალიზმის გაღვივება, პოლარიზაციის გაღრმავება და საქართველოს ევროპული ინტეგრაციისთვის წყლის შეყენება.“
„იმედია, მეც დამასანქცირებთ! დიდი ხანია გასული, რაც ვიეტნამში ქალებს და ბავშვებს ქიმიური იარაღით აღარ წამლავთ?“ – უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლე ბლინკენს
„ჩვენი სამშობლოს თუ სასამართლო სისტემის მშვიდობიანად, დამოუკიდებლად და სტაბილურად განვითარების მოწინააღმდეგე სუბიექტების მხარდაჭერა, სიმართლე გითხრა, აშშ-ს ზოგიერთი წარმომადგენლისგან აღარც მიკვირს“ - წერს ვლადიმერ კაკაბაძე.
ამდენად, პარლამენტის თავმჯდომარე ფიქრობს, რომ ასეთი მოქმედება თავისთავად ძალიან იმედგამაცრუელებელია.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, შეხვედრაზე ისაუბრეს თუ რა კონკრეტული მტკიცებულებები არსებობს მოსამართლეების სანქცირებასთან დაკავშირებით:
„არაფერი რაიმე ინფორმაცია დამატებითი როგორც ჩანს არ არსებობს. არის ის, რაცაა პრესაში თუ სხვადასხვა კვლევაში. ის რაც ჩვენ, ყველამ ვიცით. თუმცა, სპეციფიკურად რომელი ინფორმაცია არის განმაპირობებელი, ამასთან დაკავშირებით რაიმე ინფორმაცია არ მიგვიღია.
ამიტომ, ჩემი გადმოსახედიდან ასეთი მძიმე ბრალდების გაკეთება, მართალია გადაწყვეტილება ეხება მხოლოდ სავიზო შეზღუდვას, მაგრამ ადამიანების, საქართველოს მოქალაქეების, ქართველი მოსამართლეების პიროვნული შეტევა, მათი როგორც კორუმპირებული მოსამართლეებისთვის იარლიყების მიწებება არის აბსოლუტურად მიუღებელი. პარტნიორები ასე არ იქცევიან….
ამ გადმოსახედიდან, ამ პარტნიორობის გათვალისწინებით, რომელსაც საქართველო აშშ-ს აჩვენებს, რა თქმა უნდა, ეს ნაბიჯი არ არის ისეთი, როგორც იქცევიან პარტნიორები.
როდესაც ხდება ჩვენი მოქალაქეებისთვის და მოსამართლეებისთვის იარლიყების მიწებება, რომ ისინი არიან კორუმპირებულები, იმ კონტექსტში რომ არ ხდება არანაირი მტკიცებულების წარმოდგენა, ხდება მითითება საჯარო წყაროებზე, რა არის ამ საჯაროში სპეციფიკლური წყარო ვერავინ ვერ გაარკვია, რა თქმა უნდა, ჩემი იმედგაცრულება ამასთან დაკავშირებით გამოვთქვი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა.